თბილისის N124 საჯარო სკოლის IV კლასების მოსწავლეებისთვის საგნობრივი ტესტირება ჩატარდა
06-02-2020
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლის IV კლასების მოსწავლეებმა, აკადემიური უნარების მონიტორინგის მიზნით, სასკოლო კვლევის ფარგლებში, ყველა საგანში ტესტური დავალებები წერეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეებისთვის 2020 წლის 10 თებერვალს მეორე ტური გაიმართება, სადაც ფინალისტები და გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდებიან.

გამარჯვებულ მოსწავლეს „ყველაზე ჭკვიანი მეოთხეკლასელის“ ტიტული მიენიჭება და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

პირველი ტურის ტესტირება 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის ბოლოს ჩატარდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203