ყვარლის N2 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
06-02-2020
ყვარლის N2 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.
კლუბის ხელმძღვანელი მზია ბაიდოშვილია.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დარბაზში შეიკრიბნენ, მათ ილიას ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს და მწერლის პირადი და პუბლიცისტური წერილები წარმოადგინეს.
ღონისძიება კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელს, პოეტ იზოლდა იოსებიანს, მიყავდა.
ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც ინტელექტის ამაღლების მიზნით წიგნის კითხვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
5 თებერვალი საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს