წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ჩვენ ვკითხულობთ წიგნს“ ჩაატარეს
06-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის წერეთლის საჯარო სკოლის VIII-IX კლასის მოსწავლეებმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიების -„ჩვენ ვკითხულობთ წიგნს“ ფარგლებში, საყვარელი მწერლების ნაწარმოებებიდან ამონარიდები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ღონისძიების მომზადებისთვის სკოლის დირექცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მაკა მენთეშაშვილს, მადლობას უხდის.
წიგნის კითხვის დღის დასასრულს, მოსწავლეები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას ეწვივნენ.
„მადლობა ჩვენს პედაგოგებს, მაკა მენთეშაშვილს და ეთერ კაპანაძეს, ერთგულებისა და საქმის სიყვარულისთვის!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს