„სკოლა ჩვენი სახლია“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი ხორციელდება
06-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „სკოლა ჩვენი სახლია“ აქტიურად ხორციელდება.
მოსწავლეები პროექტში მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან.
„ამჯერად VIIIა კლასის (დამრიგებელი ინგა არაბიძე) მოსწავლეები დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით, მათ გათავისებული აქვთ, რომ სკოლა მართლაც მათი მეორე სახლია, უყვართ სკოლა, ზრუნავენ სისუფთავეზე, სკოლის ღირსებისა და ავტორიტეტის დაცვაზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.