ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნანა კერესელიძე სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურში მიიღებს მონაწილეობას
06-02-2020
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიდან 2019-2020 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე (ქართულში, ისტორიაში, გეოგრაფიასა და ინგლისურში) პირველი ტურიდან მეორეში 21 მოსწავლე გადავიდა.
მეორე ტურიდან მესამეში გადასასვლელი ზღვარი 18-მა მოსწავლემ გადალახა, ხოლო XII კლასის მოსწავლე ნანა კერესელიძე საუკეთესო ორმოცდაათეულთან ერთად ისტორიის ოლიმპიადის მესამე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ნანა კერესელიძის მასწავლებელი ინგა ბაჭვაძე გახლავთ.