ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდნენ
06-02-2020
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის წარმომადგენელს, თემურ სუყაშვილის, შეხვდნენ.
შეხვედრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებსა და არსებულ მიღწევებს მიეძღვნა.
შეხვედრას საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დაესწრნენ. სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა მე-8 კლასის მოსწავლე ვახტანგ გორგასლიძე და მე-10 კლასის მოსწავლე ჟანა გოგიაშვილი, რომლებმაც სიმბოლური პრიზები დაიმსახურეს.