ე.წ. უფასო ფაკულტეტების სია წელსაც გამოქვეყნდება - განათლების სამინისტროს პასუხი აბიტურიენტებს
10-02-2020

სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების სია წელს კვლავ გამოქვეყნდება. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.

ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვებით აბიტურიენტები ხშირად მოგმართავენ. როგორც მათ საპასუხოდ სამინისტროში განგვიცხადეს ე.წ. უფასო ფაკულტეტების არჩევა აბიტურიენტებს წელსაც შეეძლებათ. თუმცა ჩამონათვალი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, ე.წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე რამდენიმე წელია სამინისტროში აქტიურად მიდის მსჯელობა. გასულ წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებდა, რომ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელი შესაცვლელი იყო და სამინისტროს ახალი სისტემა უნდა შეემუშავებინა. როგორც ის ჯერ კიდევ 2019 წლის აცხადებდა, უფასო ფაკულტეტების ახალი სისტემა პრაქტიკულად მზად იყო. თუმცა როგორც ჩანს ახალი მინისტრის დანიშვნის შემდგომ პროცესი კვლავ შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი გასულ წელს აგვისტოში გამოქვეყნდა. იხილეთ 2019 წლის უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203