საკრამულის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
06-02-2020
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრამულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა პედაგოგის დახმარებით საკითხავი მასალა შეარჩიეს და ხმამაღლა წაიკითხეს. ისინი ხმამაღლა კითხვის იდეით ძალიან დაინტერესდნენ და კმაყოფილები დარჩნენ.