გეზათის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა „კლასის დღე“ აღნიშნეს
06-02-2020
აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა „კლასის დღე“ აღნიშნეს.

კლასის დამრიგებელი ირმა ჭანტურიაა.

IX კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე თავიანთი ავტოპორტრეტი წარმოადგინეს, მათი საყვარელი ლექსები წაიკითხეს და სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

მათთან დამეგობრებული VIII კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი იზაბელა გაბუნია) მათ „კლასის დღე“ მიულოცეს, საჩუქრები გადასცეს და მათთან ერთად სიმღერები შეასრულეს.

სკოლის დირექტორმა, ნათელა კიკაბიძემ, IX კლასის მოსწავლეებს I სემესტრში მიღწეული მაღალი აკადემიური წარმატებისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

ღონისძიებას მოწვეული სტუმრებიც, VII კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ელიკო შუბლაძე) დაესწრნენ.

მათ კლასს სამახსოვროდ წიგნი - „დავითიანი“ გადასცეს.

სკოლაში ამ დღეს, ტრადიციულად, ყოველ სასწავლო წელს აღნიშნავენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარის და სკოლის კულტურის განვითარებას.

ღონისძიების დასასრულს ტორტი საზეიმოდ გაჭრეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203