ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ
06-02-2020
დმანისის მუნიციპალიტეტის ირგანჩაის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.

მოსწავლეებს სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.  სკოლის „ეტალონი“ მასწავლებელი ნატა კვარაცხელია გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. მესამე ეტაპით კი - კონკურსი სასწავლო წლის ბოლოს გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203