ხოჯორნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
06-02-2020
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ქართული ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნარინა ასატრიანი ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი სახალისო და საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული. პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი სასწავლო რესურსი გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთვნენ და თავი წარმოაჩინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ნარინა ასატრიანმა პატარები საინტერესო აქტივობებით გაახალისა.
„ხოჯორნელმა პირველკლასელებმა ქართული ანბანის შესწავლა ,,აი ია "-თი დაიწყეს. გაკვეთილი საზეიმო ვითარებაში სტუმრების თანდასწრებით ჩატარდა. ნარინა ასატრიანმა საინტერესო აქტივობებით პატარები გაახალისა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს