თბილისის N108 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
06-02-2020
თბილისის N108 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის დღის აღნიშვნას შეუერთდა.

კითხვის საათი ყველა კლასში ჩატარდა.

2 კლასმა - ეზოპეს იგავ-არაკები, ვასო გულეურის, ლელა ქისტაურის მოთხრობები, 4 კლასმა - ირმა მალაციძის „ვარსკვლავსანთლები“, ნინო სურმავას ,,ჭიანჭველები“, ანა ბაბლოანის „რობოტი“, 9 კლასმა კი გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ წაიკითხეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა მოთხრობა ხმამაღლა წაიკითხეს და საინტერესო საკითხებზე საკუთარი დამოკიდებულება გამოთქვეს.

სკოლას N210 ბაღის აღსაზრდელებიც ესტუმრნენ. მათ ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. აღსაზრდელებს მასწავლებელი წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რის შემდეგაც შთაბეჭდილებები ნახატით გადმოსცეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, „აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციას“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203