ძალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
06-02-2020
მცხეთის მუნიციპალიტეტის ძალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის იდეით ძალიან დაინტერესდნენ და საკლასო აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მათ პედაგოგი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, დღემ მოსწავლეებისთვის საინტერესოდ ჩაიარა.