გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
06-02-2020
გორის N12 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ხალისიანად აღნიშნეს.

მოსწავლეები ქალაქის ბავშვთა ბიბლიოთეკას ეწვივნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მათ ბიბლიოთეკის არსზე ისაუბრეს და მისი წევრებიც გახდნენ.

ბიბლიოთეკაში ვიზიტის ფარგლებში კონკურსი - „1 წუთში წაკითხული სიტყვები“ ჩატარდა. მონაწილეები და გამარჯვებულები სიგელებით და წიგნებით დაჯილდოვდნენ.

Iა კლასის ხელმძღვანელი მარიამ უნაფქოშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203