მარელისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
06-02-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლაში მოეწყო ვიქტორინა კლასებს შორის, მოსწავლეებმა ქართველი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები განიხილეს.

„შემოთავაზებულმა ღონისძიებამ ხელი შეუწყო წიგნის პოპულარიზაციას და კიდევ ერთხელ ცხადყო მისი მნიშვნელობა მომავალი თაობის განათლებისთვის“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ,

საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203