
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის (I-VI) მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა შეარჩიეს თავისი საყვარელი მწერლების მოთხრობები. ისინი ინტერესითა და მონდომებით კითხულობდნენ, პერიოდულად კი აუდიტორიას აცნობდნენ წაკითხული აბზაცების შინაარსს.
იხილეთ ფოტოები