''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალამდე ერთი დღე დარჩა
23-06-2017
''ეტალონის'' გრანდიოზული ფინალამდე ერთი დღე დარჩა. 

ამჟამად ბათუმის საზაფხულო თეატრში ღონისძიება-კონკურსისითვის მზადება მიმდინარეობს. ბათუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე ''ეტალონის'' ბანერები გაკრულია. ინტელექტ-შეჯიბრის შემოქმედებით ჯგუფმა კი სცენა ''ეტალონის'' ფინალისტების მისაღებად უკვე მოაწყო.

იხილეთ მზადების პროცესი






ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც წარადგენენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველ ქალაქებს, ქალაქ თბილისის 10 რაიონს, აფხაზეთის ა/რ სკოლებს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს - მათ შორის გამოვლინდება 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

შეგახსენებთ, რომ ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ. ''ეტალონის'' ფინალი 2017 წლის 24 ივნისს ქალაქ ბათუმში, ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში გაიმართება. 

ღონისძიების პარტნიორებია: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203