
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე სალომე მღებრიშვილმა „Pranglimine - ზეპირი ანგარიშის“ Onlain - ოლიმპიადის ფინალზე საქართველოს მასშტაბით (თავის კატეგორიაში - სასკოლო ასაკის ჯგუფში) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ოლიმპიადის მიზანი მოსწავლეებში ზეპირი მათემატიკური გამოთვლების უნარის განვითარებაა.
პროექტს კომპანია „მიკსიკე“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Estonian Development Cooperation) განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს http://vm.ee/en.
პროექტს საქართველოში მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და Innovative Education Foundation.
„ჩვენ გვჯერა სალომეს წარმატების, წინ კიდევ 3 სასკოლო წელია და 3 ნაბიჯი პირველი ადგილისკენ!“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.