თბილისის N103 საჯარო სკოლას სომხეთის დელეგაცია ეწვია
06-02-2020

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დელეგაცია სომხეთის უმაღლესი კომსარი დიასპორის საკითხებში ზარე სინანიანის ხელმძღვანელობით. დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრა.

სტუმართა შორის იმყოფებოდა  სომხეთის დიასპორის მეცნიერებისა და საგანმანათლებლო განყოფილების უფროსი ჰაიკ ენგიბარიანი,  სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საელჩოს პრეს-მდივანი ჰარიუტ  ჰაირაპეტიანი, დიპლომატები - არტაკ   გრაბსკი და არტურ  სარქისიანი.

ვიზიტის მიზანი იყო სკოლის სომხური სექტორის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხედრა, მათი საქმიანობის გაცნობა.

სტუმრებს მასპინძლობდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხი მიაწოდეს სკოლის  დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ, დირექტორის მოადგილემ ასმიკ პაპიკიანმა. შეხვედრაში მონაწილეობდა ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილი-წიკლაური. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203