ხონის N2 საჯარო სკოლაში კალათბურთელ კობი ბრაიანტის ხსოვნას კალათბურთის ჩემპიონატი მიუძღვნეს
05-02-2020

ხონის N2 საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020 გრძელდება. ამჯერად, კალათბურთელ კობი ბრაიანტის ხსოვნას სკოლაში კალათბურთის ჩემპიონატი მიუძღვნეს.

„დაიწყო ჩემპიონატი კალათბურთში, რომელიც კობი ბრაიანტის ხსოვნას ეძღვნება... 

პირველ ეტაპზე გაიმართა ორი შეხვედრა, VIა და VIბ კლასებსა და VIIა და VIIბ კლასებს შორის. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ დაბალ საფეხურზე გამარჯვებული  VIბ და VIIბ კლასის გუნდები.

საბოლოოდ, გაიმარჯვა VIIბ კლასის გუნდმა, რომელიც დაჯილდოვდა თასით და სიგელით პირველი ადგილის მოპოვებისათვის, ასევე სიგელით დაჯილდოვდა მეორე ადგილზე გასული VIბ კლასის გუნდი. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიგელით დაჯილდოვდა ნიკოლოზ ჩხენკელი, ყველაზე აქტიურ გულშემატკივრად დასახელდა და სიგელით დაჯილდოვდა დავით ძიძიგური. ჩემპიონატი გრძელდება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203