იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
05-02-2020
თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის II -IV კლასების მოსწავლეებმა, სკოლის ბიბლიოთეკაში, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ტექსტები წაიკითხეს, ანა კალანდაძის ბიოგრაფიას გაეცნენ და მისი ლექსებიც წარმოთქვეს. ასევე მოისმინეს სიმღერები, რომლებიც ანა კალანდაძის ტექსტებზეა შექმნილი.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დღემ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203