თბილისის N172 საჯარო სკოლის მოსწავლეები მეზღაპრე გურამ პეტრიაშვილს შეხვდნენ
05-02-2020
თბილისის N172 საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ნათია ჯანგულაშვილის, ინიციატივით ლიტერატურული წრე - „წიგნის შვილები“ დაარსდა.
30 იანვარს „წიგნის შვილების“ ინიციატივით Vგ და Vდ კლასის მოსწავლეები ქართველ მეზღაპრეს, გურამ პეტრიაშვილს, შეხვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „თითოეულმა მათგანმა შექმნა ამა თუ იმ ზღაპრის ილუსტრაცია, ასევე, წერილებიც მისწერეს ბატონ გურამს და არც ავტოგრაფის ჩამორთმევა დავიწყებიათ“.
სკოლამ აქტიურ მკითხველებს (Vგ კლასის მოსწავლეებს: გივი კომლაძეს, შოთიკო მაღრაძესა და ნიკოლოზ ნამგალაძეს; V დ კლასიდან კი - მარიამ ჭეჭელაშვილს, ანასტასია დედანაშვილს, მარიამ ჩეკურაშვილს, ნინი ელიზბარაშვილსა და ლიზი შიუკაშვილს) სამახსოვრო საჩუქარი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ გადასცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს