წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
05-02-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებთან ერთად,  წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბიბლიოთეკაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფროსკლასელებმა საყვარელი წიგნები წაიკითხეს.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ,

საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203