
მალხაზ აბაშიძის სახელობის, ხონის მუნიციპალიტეტის, ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, უფროსკლასელებმა პატარებს სხვადასხვა ავტორების ნაწარმოებები წაუკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ,
საქართველოში ეს დღე უკვე მეხუთედ აღინიშნება. ღონისძიება წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები