მარტვილის N1 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
05-02-2020

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში პროექტის - „განათლება გვაძლევს თავისუფლებას“ (პროექტის ხელმძღვანელი რ. ჭედიშვილი) ფარგლებში რუსულ ენაზე ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თითოეულ გუნდს თამაშისას სხვა საგნის მასწავლებლები (ნანი ლაგვილავა, ინნა გეგია, ლელა გეგია, რუსუდან ბასილაია) ეხმარებოდნენ. მიზანი იყო მოსწავლეებს მასწავლებლებთან ერთად ემსჯელათ რუსულ ენაზე, დახმარებოდნენ მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებაში. 

თამაშში სკოლის მერვე, მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

თანამშრომლობითი უნარის განვითარების მიზნით თამაშში ჩაერთნენ კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლეებიც. გამარჯვება წილად ხვდა მერვე კლასს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203