ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ფესტივალში მონაწილეობდნენ
05-02-2020

ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ფესტივალში მონაწილეობდნენ. 

„საბავშვო ფესტივალი 2020“ გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა. მასში ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ფესტივალი დატვირთული იყო როგორც საგანმანათლებლო, ასევე, გასართობი აქტივობებით.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ბავშვებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ მოზაიკის ხელოვნების, ხატვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებში.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს დაურიგდათ სიმბოლური საჩუქრები.

ღონისძიებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.

ფესტივალის ჩატარების მიზანი ბავშვებისათვის თამაშის ფორმით არაფორმალური განათლების მიღება და გონიოს ციხის პოპულარიზაცია იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203