იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ვეფხისტყაოსანს კითხულობს საქართველო“ მონაწილეობდნენ
05-02-2020
იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-102 კლასის მოსწავლეები ანანო ხუსკივაძე და მარიამ ხვედელიძე პროექტში - „ვეფხისტყაოსანს კითხულობს საქართველო“ მონაწილეობდნენ.
პროექტის მონაწილეებმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს და რუსთველის უკვდავი პოემა მხატვრულად წაიკითხეს.
„პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყვნენ ჩვენი სკოლის გამორჩეული გოგონები, მარიამი და ანანო. კონკურსანტებმა მოისმინეს ლექციები თემაზე: „რუსთაველი და რუსთაველი სხვათა შემოქმედებაში“. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ჩაატარეს ღონისძიებები და მოაწყვეს სახალხო წაკითხვა „ვეფხისტყაოსნისა“, მოიძიეს და გაიცნეს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირმცოდნეები და რაც ყველაზე მთავარია, კონკურსანტებმა გადაიღეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სადაც მათ მხატვრულად წაიკითხეს რუსთველის უკვდავი პოემა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეთა დამრიგებელი და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია რუსაძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს