შეუბნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
05-02-2020
ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ასაკის შესაბამისი ლიტერატურა წაიკითხეს. გამოვლინდა საუკეთესო მკითხველი, მე-4 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ქუთათელაძე, რომელსაც სკოლამ საჩუქრად წიგნი გადასცა.
შეუბნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებს.