ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს რეგიონების ტურისტული გზამკვლევი დაამზადეს
05-02-2020
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს ქართულში საინტერესო და მრავალფეროვანი შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაკვეთილის ფარგლებში საქართველოს რეგიონების ტურისტული გზამკვლევი მოამზადეს.
„მესამე კლასმა შეისწავლა თემა „სამშობლო“, რომელიც მოიცავდა საქართველოს რეგიონებს, მის კულტურას, გეოგრაფიას, საინტერესო და მნიშვნელოვან ძეგლებს. ამ თემის ფარგლებში გაიარეს სამშობლოსადმი მიძღვნილი ლექსები, დაამუშავეს თემები. ხოლო შემაჯამებელი გაკვეთილისთვის მოსწავლეებმა მოამზადეს თითოეული რეგიონის ტურისტული გზამკვლევი“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, უშუალოდ გაკვეთილზე მოსწავლეებმა საქართველოს ინტერაქციული რუკა ფაზლების გამოყენებით ააწყვეს. ისინი საკლასო აქტივობებში ხალისით ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს