თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში არიან ჩართულნი
05-02-2020

თბილისის N165 საჯარო სკოლის მე-8 პირველი და მე-10 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში Global Scholars არიან ჩართულნი.   

წელს პროექტის თემა არის Nature and Our Cities.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ივითარებენ 21-ე საუკუნის უნარებს, კერძოდ, კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარებს, პრობლემის ამოცნობისა და მისი გადაჭრის უნარებს. ამ კვირაში მათ ვირტუალური თამაშის საშუალებით ურბანიზაციის სირთულეებზე იმსჯელეს.

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიმდინარე წელს ჯგუფში არიან მათი თანატოლები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ესპანეთი, არგენტინა, კანადა, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი და ტაივანი. ტექნოლოგიების გამოყენებით ისინი აკეთებენ სხვადასხვა ციფრულ პროექტებს. ამ კვირაში, პროგრამის მონაწილეებმა ვირტუალური თამაშის საშუალებით იმსჯელეს ურბანიზაციის სირთულეებზე. მათ, როგორც ქალაქის ლიდერებმა, განიხილეს საკუთარ ქალაქში არსებული პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები, რასაც ფორუმში გაუზიარებენ თანაგუნდელებს, შეადარებენ რამდენად ემთხვევა ან განსხვავდება ურბანიზაციის სირთულეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტს სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნინო სეხნიაშვილი ახორციელებს.

სკოლის წარმომადგენლისვე თქმით, უკვე რამდენიმე წელია, რაც თბილისის N165 საჯარო სკოლა ჩართულია პროგრამაში , რომლის სათაო ოფისი არის ქალაქ ნიუ-იორკში. პროგრამის სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე. ყოველ წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203