
ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ 2019 წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოავლინა. სამოქალაქო განათლების პედაგოგს - იოსებ აბულაძეს საჩუქრად სიგელი და სიმონ მახარაძის სახელობის ფულადი პრემია გადაეცა სამასი ლარის ოდენობით.
„სიმონ მახარაძე ათეული წლების განმავლობაში ჩაოს საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებს ასწავლიდა.. აღნიშნული თანხა სიმონ მახარაძის ღირსეული შთამომავალის - ბატონ თომა მახარაძის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე აღმოჩნდა ჩაოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის იოსებ აბულაძის პირად ანგარიშზე.
პედაგოგიური კოლექტივის სახელით მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ თამაზ მახარაძეს ამ გულუხვი საჩუქრისთვის, რომელიც უკვე მერამდენედ გაიღო ჩაოს საჯარო სკოლისათვის! ბატონ იოსებს კი წინსვლას და წარმატებას ვუსურვებთ!“-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტო