ნახუნაოს საჯარო სკოლის ათი მასწავლებელი „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო
04-02-2020

მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს საჯარო სკოლის ათი მასწავლებელი „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო.

„სკოლის V-VI და საბაზო საფეხურის მასწავლებლები, სულ ათი პიროვნება ჩაერთო „ახალი სკოლის მოდელში“. დაბალი საფეხურის I-IV კლასის მასწავლებლებმა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიიღეს 6 კრედიტ ქულა.  ამ ეტაპზე ყველა მასწავლებელს აქვს ახალი ელექტრონული ფოსტა, სიახლეებს ეცნობიან და იზიარებენ.

სულ მალე გადაეცემათ  I-IX კლასის სკოლის მოსწავლეებს ელექტრონული ფოსტები და ჩაერთვებიან მასწავლებლებთან ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203