თბილისის N178 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ლიტერატურული საღამო - „გია ყანჩელი და შემოდგომა“ გამართეს
05-02-2020
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ თინათინ პაპუაშვილი ლიტერატურული საღამო - „გია ყანჩელი და შემოდგომა“ გამართეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და ლამაზი სანახაობით წარდგნენ, შემოქმედებითი ნიჭი წარმოაჩინეს და მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.