წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ოტია იოსელიანის მოთხრობები წაიკითხეს
04-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბ „სწავლანის“ წევრებმა ოტია იოსელიანის სახელობის კლას-კაბინეტში ოტია იოსელიანის მოთხრობები ინტერესით წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „მოსწავლეებმა გამოთქვეს შთაბეჭდილებები, ხაზი გაუსვეს ხმამაღლა კითხვის მეთოდის მნიშვნელობას მოსწავლეთა კითხვის ტექნიკის სრულყოფა-დახვეწაში და რაც მთავარია, ტექსტის გაგება-გააზრების საკითხში“.
ამ ფორმით სკოლა საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელი დარეჯან ლაჭყეპიანია.