თბილისის N165 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ონლაინ სწავლების პროგრამაში მონაწილეობდნენ
04-02-2020

თბილისის N165 საჯარო სკოლის მე-71 კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ონლაინ სწავლების პროგრამაში - Global Scholars მონაწილეობდნენ, რომლის სათაო ოფისიც ნიუ-იორკშია.

პროექტის თემა იყო: World of Water. მოსწავლეები ონლაინ რეჟიმში ჩართულნი იყვნენ თავიანთ თანატოლებთან ერთად ლონდონიდან, პარიზიდან, მადრიდიდან, ბარსელონადან, ტაიფეიდან, ნიუ-იორკიდან, ვარშავიდან და მუმბაიდან.

„მოსწავლეებმა განივითარეს 21-ე საუკუნის უნარები, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლების გადაჭრა, კომუნიკაციის უნარები და სხვა. რაც მთავარია, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინგლისური ენის უკეთ შესწავლასა და პრაქტიკულ გამოყენებას“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

პროექტის მიმდინარეობისას პროგრამის ხელმძღავანელებმა მოსწავლეებს საჩუქრად USB keys გამოუგზავნეს. მოსწავლეებს პროგრამის წარმატებით დამთავრებისთვის სერtიფიკატები გადაეცათ. სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეები ინგლისურენოვანი  შემეცნებითი საკითხავი წიგნებით დააჯილდოვა.

პროექტს ინგლისური ენის მასწავლებელი ნინო სეხნიაშვილი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203