ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
04-02-2020
ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-12 გ კლასის წინააღმდეგ თამაშობდნენ მოაზროვნეები: მე-9ა, მე-9ბ, მე-9გ, მე-9დ, მე-9ე კლასების მოსწავლეები. თამაშს XII გ კლასის მოსწავლე ქეთევან კაჭკაჭაშვილი უძღვებოდა.
„კითხვები სიმბოლურად ახალ წელსა და მისთვის დამახასიათებელი მოვლენების შესახებ შედგა. დამსწრეებს შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები, დირექტორი და პედაგოგები. თამაში მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით კვირეულის ფარგლებში მე-6 კლასის პარელელებშიც მოეწყო. თამაშს XI გ კლასის მოსწავლე რიმა სუდაძე უძღვებოდა. თამაში ყველა კლასში მოაზროვნეების სასარგებლოდ დასრულდა.