კერძო სკოლა „ორნატის“ მოსწავლეებმა მოლდოვეთის საერთაშორისო სიმპოზიუმზე პირველი ადგილი მოიპოვეს
03-02-2020

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქართულ-ევროპული კერძო სკოლაორნატის X კლასის მოსწავლეებმა - ქეთი შუბლაძემ და მარიამ ტუკვაძემ გაიმარჯვეს და პირველი ადგილი მოიპოვეს მოლდოვეთის საერთაშორისო სიმპოზიუმზე თემით ტოლერანტობა.

„თემის ხელმძღვანელი გახლდათ სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლერი ბიწაძე, ასევე გამარჯვებული გახდა ამავე თემაზე შექმნილი ნახატით VIII კლასის მოსწავლე სალომე ჭოხონელიძე ხელოვნების პედაგოგ ნანა კოვზირიძის ხელმძღვანელობით.

ვულოცავთ სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და ვიმედოვნებთ, კვლავაც ხშირად გაგვახარებენ ისინი თავიანთი წარმატებებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ჩატარებულ ღონისძიებებსა თუ კონკურსებში“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203