ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან უსაფრთხოების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
03-02-2020
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლაში უსაფრთხოების კომიტეტის წევრმა მშობელმა, ეკა ხითარიშვილმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრა ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის მიზანი უსაფრთხოების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირების გაზრდა იყო. უსაფრთხოების კომიტეტში მშობლები არიან ჩართულნი.
მისივე თქმით, სკოლაში ძალადობისგან დაცული სკოლის პროგრამა ხორციელდება, რისი მიზანიცაა სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა და ნებისმიერი ტიპის ძალადობის შემთხვევებზე შესაბამისი და დროული რეაგირების ხელშეწყობა.
შეხვედრას კლასის დამრიგებლები ესწრებოდნენ. მასში მოსწავლეებიც აქტიურად ჩაერთნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს