ორღულის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
03-02-2020
საჩხერის მუნიციპალიტეტის ორღულის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა.

აქტივობა პედაგოგებმა, ია დარბაიძემ და ნინო მწყერაშვილმა, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით განახორციელეს.

აქციაში ორღულის საჯარო სკოლის სხვა პედაგოგებიც და ბიბლიოთეკარი მონაწილეობდნენ.

„21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიის ეპოქაში, ჩვენ უნდა შევძლოთ მომავალი თაობის დამეგობრება წიგნთან, თუ გვინდა აღვზარდოთ განათლებული და ჯანმრთელი თაობა“, - წერს ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგი, ია დარბაიძე.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203