ახმეტის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრენინგ-კურსი - „საქმიანი კომუნიკაცია“ წარმატებით დაასრულეს
03-02-2020

ახმეტის N1 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაიარეს მოხალისეობრივი ტრენინგ - კურსი: საქმიანი კომუნიკაცია".

კურსი მოიცავდა: CV-ის დაწერას, გასაუბრების ტექნიკებს, სამოტივაციო წერილის მნიშვნელობას, ეფექტურ პრეზენტაციას, დებატების ხელოვნებასა და ა.შ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაიარეს ის საკითხები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება საქმიანი ურთიერთობის კომუნიკაციას.

ტრენინგს უძღვებოდა ტრენერთა ასოციაციის წარმომადგენელი კახი გიგაური.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203