თბილისის N178 საჯარო სკოლის პირველკლასელები სასკოლო საზოგადოების წინაშე ლამაზი სანახაობით წარდგნენ
03-02-2020
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის სცენაზე I კლასის მოსწავლეთა დებიუტი შედგა. 

პირველკლასელებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი და ლამაზი სადღესასწაულო სანახაობით წარდგნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მოსწავლეებს ღონისძიებაზე სანტა კლაუსიც ესტუმრა. მან მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო თამაშები შესთავაზა და დაასაჩუქრა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203