დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული კინოხელოვნების უკეთ გასაცნობად ანიმაციური სერიალი ნახეს
03-02-2020
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ახალ საკლასო სივრცეში რეჟისორ დათო სიხარულიძის ნახატი ანიმაციური სერიალი - „კვაჭის თავგადასავალი“ (ჯავახიშვილის რომანის მიხედვით) ნახეს.

პერსონაჟებს სერიალში მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ახმოვანებს. ანიმაცია კუთხური დიალექტითა და იუმორითაა გაჟღენთილი.

სახალისო პერსონაჟი „კვაჭიკო“ გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანი იუმორით, გაიძვერობით, გამჭრიახობითა და მოხერხებულობით საზოგადოებისთვის მისაღებ და სამაგალითო ადამიანად იქცეს.

„მომდევნო გაკვეთილებზე ქართული კინოხელოვნების უკეთ გასაცნობად ქართულ კინოფონდში დაცულ სხვადასხვა ფილმებს განვიხილავთ ეტაპობრივად“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

მე-7 კლასის პედაგოგი ნათია დევაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203