კუმისის საჯარო სკოლაში აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს
03-02-2020
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, კუმისის საჯარო სკოლაში ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს.
„3 თებერვალი ვიღაცისთვის შეიძლება ჩვეულებრივი დღე იყოს, მაგრამ გამორჩეულია კუმისელებისათვის. სწორედ ამ დღეს დაიბადა საქართველოს კიდევ ერთი გმირი, ზეციური საქართველოს მკვიდრი და ღიმილის ბიჭად დარჩენილი ზურაბ ბეგიაშვილი.
"მე საქართეველოს გავუმიჯნურდი და მას შევწირე რაც გამაჩნია", - ამ სიტყვებით ეგებება ზურაბი მშობლიურ სკოლაში მისულ კუმისელ მოსწავლეებს. სკოლის დერეფანში გმირისადმი მიძღვნილი პანო კიდევ ერთხელ შეახსენებს ახალგაზრდებს, რომ მამულის სიყვარულში დაფერფლილთა ხსოვნა მარადიულ სანთლებად კიაფობს თითოეული ქართველის გულში.
დღეს ზურაბს 40 წელი შეუსრულდებოდა, მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, წლები ვერ ჩააქრობს იმ ცეცხლს, ჭაბუკის თავდადება რომ აღაგზნო კუმისელების გულში“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ კუმისის საჯარო სკოლა 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპული გმირის ზურაბ ბეგიაშვილის სახელს ატარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს