კერძო სკოლა „ჰელიოსში“ გერმანულენოვანი ღონისძიება ჩატარდა
03-02-2020
თბილისის კერძო სკოლა „ჰელიოსში“ გერმანულენოვანი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში ლV ,V და Vლ კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გერმანულენოვანი სპექტაკლი დადგეს და „წითელქუდას“ ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. თეატრალური წარმოდგენის შემდეგ ბავშვები გერმანული ლექსებითა და სიმღერებით მიესალმნენ მაყურებლებს.
„ღონისძიება იყო ძალიან სახალისო, საინტერესო, შთამბეჭდავი. მოსწავლეებმა გამოავლინეს გერმანული ენის ცოდნა და ინტერესი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.