ჩხუტელის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
03-02-2020
ზურაბ ეფაძის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩხუტელის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ეს მასწავლებლები არიან: ქეთევან გუგავა, აზა დავითულიანი, ბუაძე ნინო და მზევინარ მეშველიანი.
სკოლა პედაგოგებს ულოცავს პროფესიულ წინსვლას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად, უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.