წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში რეგიონალური სემინარი ჩატარდა
03-02-2020
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით რეგიონალური სემინარი ჩატარდა.
სემინარის თემა სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობა იყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, „საქართველოში სპმთპ-თან თანამშრომლობით განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით და თანადგომისა და მხარდაჭერის დანიურ-ქართული პროექტის შესახებ ისაუბრა სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, ხოლო განმსაზღვრელი შეფასების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა მენტორმა მასწავლებელმა ეკატერინე ჭელიძემ“.
სემინარმა, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან 60-მდე პედაგოგი დაესწრო, წარმატებით ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს