ქვეშის საჯარო სკოლაში თემაზე - „ნაადრევი ქორწინება“ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
03-02-2020
გორის მუნიციპალიტეტის ქვეშის საჯარო სკოლაში გორის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თემაზე -„ნაადრევი ქორწინება“ შეხვედრა ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნაადრევი ქორწინების პრევენციულ ზომებთან და ქორწინების შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე მიიღეს ინფორმაცია.
მისივე თქმით, შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ.