
ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მათე ჭანტურია პროექტში - „კინემატოგრაფიული კონკურსი“ მონაწილეობდა.
კონკურსი ხობის „ახალგაზრდული იდეის“ მიერ დაფინანსდა და საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის XI კლასელებით (გიორგი ჭანტურია, ანი შამათავა, ლუკა ნაჭყებია, მარიამ კონჯარია) დაკომპლექტებულმა ჯგუფმა „კოსმოსმა“ ჩაატარა.
კონკურსის ფარგლებში ჩატარდა ორი ეტაპი. პირველი ტური მოიცავდა რეცენზიების გამოგზავნას მონაწილეებისთვის სასურველ ფილმზე. ფინალში (მეორე ტურში) გადავიდა ექვსი მოსწავლე, რომლებიც კინემატოგრაფიასთან დაკავშირებულ ვიქტორინაში მონაწილეობდნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I ადგილი - მათე ჭანტურია; II ადგილი - ანი ქაჯაია; III ადგილი - მეგი უბილავა.
მათე ჭანტურიას გადაეცა საჩუქრები, მათ შორის 200 ლარიანი ვაუჩერი ,,ბიბლუსისგან".
სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ მათე ჭანტურიას I ადგილს და მორიგ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები