ლენტეხის N2 საჯარო სკოლის ინიციატივით საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
03-02-2020
ლენტეხის N2 საჯარო სკოლისა და ეკოკლუბ „დეციგის“ ინიციატივით ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრის წინ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ჩატარდა.

გამოფენა მოეწყო 24 წლის ლიკა ლიპარტელიანის დასახმარებლად, რომელსაც პოლინეიროპათია დაუდგინდა, მკურნალობა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს ამოეწურა.

გამოფენა-გაყიდვაზე სხვადასხვა სუვენირი, აქსესუარები, წიგნები, ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და სურათები გაიყიდა.

„იქვე იდგა შემოწირულობის ყუთი, რომელშიც თითოეული გაღებული ლარი და თეთრი ლოცვითა და კურთხევით ჩადიოდა. სულ შემოვიდა 1268 ლარი, რომელიც მთლიანად გადაირიცხა ლიკა ლიპარტელიანის ანგარიშზე. კვლავ შეგიძლიათ ლიკას დახმარების მსურველებს, განახორციელოთ ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0901700483- ზარის ღირებულება 1-ლარია. უფალი შეგეწიოს, ლიკა და გამოგაჯანმრთელოს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203