ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ფესტივალში მონაწილეობდნენ
03-02-2020
ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამართულ „საბავშვო ფესტივალ 2020-ში“ მონაწილეობდნენ.

ფესტივალი საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებით იყო დატვირთული.

სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში ბავშვებს შეეძლოთ, მოზაიკის ხელოვნების, ხატვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასებში ჩართულიყვნენ.

„ეს იყო უბედნიერესი დღე მათთვის. უღრმესი მადლობა მოსწავლეთა და მშობელთა სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელ მადონა გოგიტიძესა და ქობულეთის მე-2 სკოლის დირექტორ ნანი ცივაძეს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203